“ახლა ფეხით სიარულზე ბევრს თუ ილაპარაკებთ, ფეხებსაც დაგატეხავენ, არაა პრობლემა” – ქეთი დევდარიანი

16 აპრილს საქართველოს მთავრობამ საგანგებო ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ 17 აპრილის 12 საათიდან ქვეყანაში სრულად აიკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეების უკმაყოფილება მოყვა. სოციალურ ქსელებში უამრავი კრიტიკული პოსტი იწერება.
“ახლა ფეხით სიარულზე ბევრს თუ ილაპარაკებთ, ფეხებსაც დაგატეხავენ, არაა პრობლემა” – წერს სცენარისტი ქეთი დევდარიანი.