“ბარემ “ბეტეერებით” იმოძრავეთ ქუჩაში ხელისუფლებავ, რაღას უცდით” – არჩილ გამზარდია

არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
ხელისუფლება იჭერს მშვიდობიან დემონსტრანტებს, აქტივისტებს, პოლიტიკური პარტიების პრესსამსახურის თანამშრომლებს… შემდეგ ეტაპზე ალბათ უკვე კრიტიკოს ჟურნალისტენს დაიჭერენ, შემდეგ ფაბლიქ პირებს, შემდეგ სულაც ქუჩაში რომელიმე გამვლელის გამომეტყველება არ მოეწონებათ და იმათაც დაიჭერენ. ბევრი აღარ გვიკლია კომენდანტის საათამდე და ბარემ “ბეტეერებით” იმოძრავეთ ქუჩაში ხელისუფლებავ, რაღას უცდით.