“ბართლომე ფირცხალაიშვილი კი ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდეს, ქრისტეს მსახურია თუ ბიძინა ივანიშვილის” – ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკანორ მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
საოპერო მომღერალმა გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა, რის გამოც, ივანიშვილებთან დაახლოებულმა არქიმანდრიტმა ბართლომემ – უმაღლესი იერარქიის სამღვდელო პირმა საჯაროდ დაწყევლა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხელოვანი.
მთელ ამ სკანდალში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კრიტიკის რა ფორმას მიმართა ანიტა რაჭველიშვილმა, აქ მნიშველოვანია ის რომ ბნელ შუასაუკუნეებში კი არა, აგერ 21-ე საუკუნეში, სამღვდელო პირი კრიტიკის გულისთვის წყევლის ადამიანს. წყევლის ცინიკური და გულისამრევი ფორმით. რაც მთავარია იგი ამას ბედავს ივანიშვილების სიახლოვის გამო და იმის გამო, რომ საპატრიარქო პასუხს არ სთხოვს იმ წყევლა-კრულვისთვის, რაც მას არაერთხელ ჩაუდენია სწორედ პოლიტიკური ნიშნით.
საერო და სასულიერო ხელისუფლებამ დროა გვაცნობოს, 21-ე საუკუნეში ვართ თუ შავბნელ შუასაუკუნეებში?
ბართლომე ფირცხალაიშვილი კი ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდეს, ქრისტეს მსახურია თუ ბიძინა ივანიშვილის.