“ბატონმა ბიძინამ რომ თქვას მტკვარი აღმა მიედინებაო, სულ შხუილ-შხუილითო იტყვის” – დავით ზურაბიშვილი შოთაძეზე

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“შოთაძემ იწყინა, ივანიშვილის მონა რატომ მეძახეს ხოშტარიამ და ბოკუჩავამო, რაა ეს, რა ზრდილობააო.
ამ დროს არის და რა ვქნათ?
რა, არ არის? თუ დამოუკიდებელია გადაწყვეტლებებში, კანონის უზენაესობის ტრფიალს რომ იტყვიან, ისაა და ბატონმა ბიძინამ რომ თქვას მტკვარი აღმა მიედინებაო, სულ შხუილ-შხუილითო, ვერ იტყვის?
ზრდილობას რაც შეეხება, თავად შოთაძის მეორედ წარდგენის ფაქტი რომ პოლიტიკური უზრდელობა იყო, იმისთანა უნდა” – წერს დავით ზურაბიშვილი.