“ბედნიერებაა ის რომ მაშინ თითო ოროლა ქაღალდის სურათებს იღებდნენ და ისინი დღემდე შემოგვრჩა”

მომღერალ თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გუშინ ვათვალიერებდი სახლში ალბომს და ძალიან გამეხარდა ამ ჩვენი საოჯახო სურათის ნახვა.”ობჩელი განუყრელი ძმაკაცებისა”.ქვემოთ,დამჯდარი,ულვაშებში ჩემი ბაბუა შალვა ყიფიანია,მარჯვნივ ბოლოში კი ვანიჩკა კახიძე. ჩვენი დიდი მაესტროს,ჯანსუღ კახიძის მამა(ჰგავს სახეზე ძალიან) ბაბუას ძალიან უყვარდა ვანიჩკა,ბავშვობიდან მესმოდა: 24 საათი ერთად ვიყავითო.როგორ მიხარია მისი ვაჟის ასეთ დიდ ხელოვნად ჩამოყალიბებაო.სულ გულშემატკივრობდა.რაღაც ანსამბლშიც მღეროდნენ თურმე ერთად.ბაბუას შესანიშნავი ბანი ჰქონდა.ბატონმა ჯანომ იცოდა ამ დიდი მეგობრობის ამბავი მამაჩემისგან და სულ ეუბნებოდა მამას :” ერთი ვეღარ მოვიცალე რომ ვინახულო ბატონი შალვაო” ბოლოს,მოუცლია,დაუგეგმია კიდეც,მაგრამ უეცრად ბაბუა საავადმყოფოში მოგვიხვდა,მერე “ჩავარდა” და მალე გარდაიცვალა.მე 15 წლამდე ვიყავი. ეჰ….ცხოვრება გადის და გვაკლდებიან საყვარელი ადამიანები…მერე ჩვენც დავაკლდებით ჩვენს მოდგმას და ასეა წუთისოფელი😒ბედნიერებაა ის რომ მაშინ თითო ოროლა ქაღალდის სურათებს იღებდნენ და ისინი დღემდე შემოგვრჩა და აი,ჩვენ დღეს ათასობით რომ ვიღებთ მობილურით და ისინი მობილურების დაკარგვა/გამოცვლა/გაფუჭებასთან ერთად იკარგება საქმეც ისაა.რაგინდ ვინჩესტერებში გადაიტანე,ისიც ძველდება და….10-15 წლის მერე რომ ხელში მაინც არაფერი შეგვრჩება ეგ ხომ ფაქტია.მათ ამობეჭდვაზე კი არავინ არ ვფიქრობთ.
