“ბედნიერი დავბერდი… მარტო არასოდეს ვყოფილვარ” – გია ჯაჯანიძის ემოციური პოსტი

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ემცოიურ პოსტს აქვეყნებს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ბედნიერი დავბერდი. ბევრი კეთილი და წესიერი ადამიანი შემხვდა ცხოვრების გზაზე.ბევრმა ღვთისნიერმა ადამიანმა გამომიწოდა დახმარების ხელი.მარტო არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის ვგრძნობდი ღვთის წყალობას.იშვიათად თუ შემხვედრია უმადური ადამიანი, არ ვიცი, ან ვერ ვამჩნევდი მათ, ან არ მხვდებოდნენ.მიყვარს სიცოცხლე, მახსოვს სიკვდილი.ყველაზე დიდი ბედნიერება მშვიდად ცხოვრებაა.როცა არ გშურს სხვისი სიხარული, არ გაფორიაქებს სხვისი წარმატება, არ ხარ მუდმივად დაეჭვებული და აფორიაქებული, არ ბრძოლობ პირველობისკენ ბინძური მეთოდით, მაშინ შენ მშვიდად ცხოვრობ.ჩვენ განგებამ მოგვიწვია დედამიწაზე, სტუმრად ვარ მოსულები. მიიღე ის რაც მოგეცა, მიიღე ის რაც წაგერთვა. ბედნიერებისთვის არ უნდა იბრძოლო. ბედნიერება უნდა მოიზიდო კეთილი გულით, კეთილი ფიქრებით და სიყვარულით.გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას” – წერს გია ჯაჯანიძე.