“ბევრი შეურყვნელი ახალი სახე გვინახავს ბევრ რამეზე წამსვლელი და ძველი ბოლშევიკების გამოყენება არანაირად არ არის აუცილებელი” – მამუკა ჟღენტი

ორგანიზაცია “ვროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის” თანადამფუძნებელი მამუკა ჟღენტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სულ ერთი რამ მიკვირდა. ფაქტია, რომ ყველა სფეროში, დიპლომატიიდან დაწყებული, სამართალდამცავებით გაგრძელებული და მედიით დამთავრებული არის რაღაცა საზოგადოება (ეხლა თემს ხმარობენ მაგრამ მაგრა არ მომწონს ეს სიტყვა და მამკალი), რომელიც ამ შესაბამის სფეროებში რაღაცას წარმოადგენს, ან საზოგადოებრივი აზრის შექმნას ენსახურება ან უბრალოდ რაღაც აზრებს ახმოვანებს და ასე შემდეგ. ხოდა რა მიკვირს: რატომ ხდება ისე რომ აი ძაააალიან ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლებები (მარტო ამას არ ეხება, თუმცა აქ გაათმაგებულია ეს თუნდაც მოქმედი პრეზიდებტის ვინაობა რომ გავიხსენოთ) ისეთ ხალხზე დებენ ფსონს, რომლებიც თუ კეთროვნებად არა, ძალზედ უარყოფითად ფასდებიან?! რაიმე პოლიტტექნოლოგიის ნაწილია, რომელიც მარტო ხელისუფალთათვისაა ცნობილი თუ……..
სხვები არ ყავთ და ამიტომო არ გამოვა. ფაქტია, რომ ყავთ. ვინც ყავთ ინაზე არ წავლენ რაზეც ასეთები მიდიან უფრო დამაჯერებელია, მაგრამ არც ეს არგუმენტია ბოლომდე დახვეწილი-ბევრი შეურყვნელი ახალი სახე გვინახავს ბევრ რამეზე წამსვლელი და ძველი ბოლშევიკების გამოყენება არანაირად არ არის აუცილებელი!