“ბიბლიაში გამართლებულია ბავშვების და ქალების დედაბუდიანად ამოწყვეტა”- ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
პარლამენტში ინიცირებული კანონი ბავშვებს უფლებებს ანიჭებს, იკრძალება ბავშვზე ძალადობა ნებისმიერი ფორმით – გინდ დარტყმა იყოს და გინდ – “წამორტყმა”.
რამდენადაც მე ვიცი, არავითარ “სქესის არჩევაზე” ბავშვისთვის და მშობელი-1, მშობელი-2 ლაპარაკი კანონპროექტში არაა. დაპირისპირების საგანი ჩვენს “დიდ მამულიშვილებთან” ბავშვზე ძალადობის უფლება გახდა?
ისე, ბიბლიაში, სოლომონის წიგნში, სწერია, დაინანებ წკეპლას და გააფუჭებ ყმაწვილსაო. იმავ ბიბლიის სხვა თავებში გამართლებულია ბავშვების და ქალების დედაბუდიანად ამოწყვეტაც, სხვათა შორის.
მაინტერესებს, კიდევ ვის მიგაჩნიათ ბავშვის წკეპლით ცემა უაპელაციო და ღვთივბოძებულ ჭეშმარიტებად, რომელიც შეკამათებას არ ექვემდებარება?