“ბიბლიოთეკა კი არა, საბავშვო ბაღი რომ მქონდეს, დავხურავდი და წინააღმდეგობის შტაბს გავხსნიდი” – ნიკა გვარამია

„მე გვერდზე ვერ გავდგები, გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ივანიშვილის მოსაშორებლად“ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეო მიმართვაში აცხადებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე პირადი შტაბის გაკეთებას გეგმავს.
სააკაშვილის ამ განცხადებას ბევრი გამოეხმაურა, ბევრმა გააკრიტიკა და ბავერმა მოიწონა კიდეც.
“სააკაშვილის მიმართვაზე პასუხებიდან, ყველაზე არაადეკვატური მაინც ის საოცრებაა, ბიბლიოთეკა როგორ უნდა მოკლა და წინააღმდეგობის შტაბად გადააქციოო. და ეს იმათგან, პრეზიდენტ გამსახურდიას არსენალად გადაკეთებული ქაშვეთიდან რომ ესროდნენ, პრეტენზია კი არა, რომ მიესალმებოდნენ.
ბიბლიოთეკა კი არა, საბავშვო ბაღი რომ მქონდეს, დავხურავდი და წინააღმდეგობის შტაბს გავხსნიდი. თქვენ, მეგობრებო, ეტყობა გეკომფორტულებათ ივანიშვილის საქართველო და დივანზე ფეხმორთხმულებს გინდათ ტირანის დამარცხება, იმის წინასწარი გარკვევის ფონზე, ვისი წვლილი რამდენი გრამი უნდა იყოს და მერე ვის რა პოსტი ეკავოს.
და უკაცრავად, გაკლიათ თუ სასარგებლო იდიოტები ხართ? ვინც ხელისუფლებაში ივანიშვილის ყოფნას წუთით მაინც გაახანგრძლივებს, გინდა მიშას, გინდა პირადი, გინდა ნებისმიერი მიზეზით, ის უზურპატორის მოკავშირეა და ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება” – წერს ნიკა გვარამია.