“„ბიძინას გარეშე ყველანი ნოლები ვართ“. ესაა მთავარი და არა ის, ვინ ძველია და ვინ ახალი”-გია ნოდია

ექსპერტი გია ნოდია სოციალურნ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით მთავარი ის კი არაა, მომავალში კიდევ რა თანამდებობისთის ამზადებს ბიძინა, თუ ამზადებს – ეს არ ვიცით და მარჩიელობას აზრი არა აქვს. მთავარია, რა უთხრა ბიძინამ თავის გუნდს ღარიბაშვილის მოყვანით და იმის მერე რას ეუბნება ღარიბაშვილის პირით.
გზავნილის შინაარსია: „ქართული ოცნების“ საფუძველია პირადი ერთგულება ბიძინას მიმართ. (ცხადია, ნაციონალების სიძულვილიცაა საფუძველი, მაგრამ ეს ისედაც იციან, ამის შეხსენება არ სჭირდებათ). რასაც ბიძინა გეტყვის, ის უნდა გააკეთო და არ იხტუნავო. ვინც იხტუნავებს, ბესელიასავით, ნაციონალი (ანუ მტერი) შეერქმევა და ნუ ეწყინება. „სიძველე“ არავითარ უპირატესობას არ გაძლევს.
მოკლედ, „ბიძინას გარეშე ყველანი ნოლები ვართ“. ესაა მთავარი და არა ის, ვინ ძველია და ვინ ახალი.