“ბიძინას მშვიდი ძილის გარანტი “ტროიკა”: გომელაური, გახარია, ღარიბაშვილი…” – ელისო ჯანაშია

TSpress.ge-ის დამფუძნებელი და რედაქტორი ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ბიძინას მშვიდი ძილის გარანტი “ტროიკა”
⭕️სუს-ის უფროსი გომელაური, რომელიც გავრილოვის საზღვარზე შემოსვლაზე იყო პასუხისმგებელი, რასაც მერე პოლიტიკური კრიზისი მოყვა და როგორც გაირკვა, ჩვენი კანონით, არ უნდა შემოეშვათ, მინისტრად დააწინაურა
⭕️შსს მინისტრი გახარია, ვინც ამ ამბის გამპროტესტებლებს ძალის გადამეტებით გაუსწორდა და აქცია ძალადობრივად დაშალა, რაზე გამოძიებაც კი არა ოფიციალურად დასრულებული, პრემიერად დააწინაურა
⭕️ღარიბაშვილი, რომელიც კორუფციაში იყო მხილებული საკუთარ კლანთან ერთად და რომელმაც ამის გასამართლებლად თქვა, რომ “ნათესავებს სახლში აღარ უშვებს”, სხვამხრივ, პასუხი არაფერზე უგია, ჯერ მოაბრუნა პარტიაში და ახლა თავდაცვა ჩააბარა.
⚠️ კანონდარღვევაში ეჭვმიტანილები დაიცავენ დღეიდან ბიძინას უსაფრთხო და მშვიდ ძილს!
მოკლედ, კატაბალახას, პიტნის და ბარამბოს ექსტრაქტი დაიყენა კაცმა! თქვენ იძინეთ მშვიდად, თორემ ჩვენი დედაც, ბ-ნო ბიძინა!…