ორი ლიდერი ყავს ქვეყანას, მიშა ქვეყნის გარეთაა, ძებნაშია, ხოლო ბიძინა ქვეყნის შიგნითაა “ძებნაში” – გია ფაცურია

სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის ყოფილი დირექტორი გია ფაცურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
იმ დროს როცა „უშუალო დემოკრატიამ“, კონსტიტუციური ტერმინია, გამწარებულ სომხეთში სახალხო ლიდერი შვა და უკრაინაშიც ასეთივე – სიცილ ხარხარში, ჩვენ, ყოფილი რეგიონლიდერები და „შუქურები“ მაგარ პონტში ვართ:
ორი პოლიტიკური ლიდერი ყავს ქვეყანას, ერთმანეთზე რო პარაზიტირებენ. ერთი პარაზიტი ძებნაშია – ქვეყნის გარეთ, გამოჩნდება და ისეთს იტყვის – გული გერევა. მეორე პარაზიტი – ქვეყნის შიგნითაა “ძებნაში”. გამოჩენის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეშინია. იცის ისეთს მოხევს – დაფლითავს საკუთარ რეიტინგს.
ახლა „მთაწმინდის ომს“ ველოდებით. ერთ მხარეს – აბსოლუტური პოლიტიკური ნოლი, კილერ-მოსამართლეების მოკავშირე, მეორე მხარეს – კილერ-იდეოლოგებზე გადაბმული „დაცემული ანგელოზი“. ცოდვა ვართ პროსტა. აბიდნა