“ბიძინა ივანიშვილს ორი ორეული ჰყავს. ერთი შუშის სასახლეშია, მეორე ჭორვილაში, ნამდვილი კი მოსკოვში ცხოვრობს”

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
”რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო სწრაფად შეიძლება მისი დაჯერება”, ამბობდა გებელსი. ამ პრინციპით მოქმედებდნენ უსინდისო ჭორმაისტერები, როცა ისეთ აბსურდულ ჭორებს ავრცელებებდნენ, როგორიცაა:
-რომან გოცირიძემ კუპონი გააუფასურა,
-მიშამ ზურაბ ჟვანია საფერფლის თავში ჩარტყმით მოკლა,
-გიგა ბოკერია სულხან მოლაშვილს ტანზე სიგარეტს აწვავდა,
-სანდრა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა და ა. შ.ჰო და, მეც მომივიდა ერთი ინფორმაცია: ბიძინა ივანიშვილს ორი ორეული ჰყავს. ერთი შუშის სასახლეშია, მეორე ჭორვილაში, ნამდვილი კი მოსკოვში ცხოვრობს.
რაც უფრო ბნელია ადამიანი, მით უფრო იჯერებს დაუჯერებელ სიცრუეს.