“ბიძინა ყოფილა თქვენი საოცნებო მოძალადე – გაძალებთ იმის თქმას და დაწერას, რასაც ფიქრობთ”-ნიკა მელია

ნაციონალურიმ მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მამუკა ხაზარაძე (Mamuka Khazaradze ) ბიძინა ყოფილა თქვენი საოცნებო მოძალადე – გაძალებთ იმის თქმას და დაწერას, რასაც ფიქრობთ.
მოდი ახლა და გაიგე, რასაც თქვენ ამბობთ, ამას ისევ გაძალებენ თუ თვითონაც ასე ფიქრობთ და უბრალოდ დესერტად გაძალებენ.
ჰიპოთეტური საფრთხე გაშინებთ – აი, საააკაშვილი რომ საქართველოში დაბრუნდება და ‘გაგაკულაკებთ‘ მაგის გეშინიათ და ბიძინამ რომ უკვე გაგაკულაკათ, ამის სულაც არ გეშინიათ 🙂