“ბოდიში, ძმაო, გუბაზ, იმას რომ მარილიანი დავეცით, თურმე შენ მოგხვედრია… აბა, რა ვიცოდით?!”

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ბალღობისას უბანში ერთი ორმეტრიანი ოქლაქი გვყავდა გადაკიდებული, ცხვირს გავყოფდით თუ არა გარეთ, ეგრევე გვცემდა. არაფერს ვუშავებდით, პირიქით, ვერიდებოდით, მაგრამ შარზე იყო.
დავსხედით, ვილაპარაკეთ, რომ ეგრე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ერთმა თქვა და ჭკუაში დაგვიჯდა – მოდით, თოფში მარილი ჩავტენოთ და ტრაკში დავცეთ, არც მოკვდება, არც დარჩებაო.
ჩავუსაფრდით, ვესროლეთ, მიზანში გავარტყით. ერთი თვე მუცელზე იწვა და კვნესოდა.
ბოდიში, ძმაო, გუბაზ, იმას რომ მარილიანი დავეცით, თურმე შენ მოგხვედრია… აბა, რა ვიცოდით?!