„ბოლომდე იბრძოლაო სიცოცხლისთვის და ვერ მოერია ამ სენს სამწუხაროდ…“ – სპარტაკ ბუკია გარდაიცვალა

ჟურნალისტი ლაურა აბრამია სოციალურ ქსელში წერს:
„80 იანი წლების დასასრულს 90 იანების დასაწყისში, ცნობილი მოვლენების დროს, ეროვნული მოძრაობისხანაში გულანთებული იდგა ჩვენს გვერდით, იყო მშვიდი და გაწონასწორებული ეს ბიჭი, სწავლობდა მაშინ,დიდი სიახლოვე არ გვქონია, მაგრამ მახსოვს ერთხელ ხუმრობით მითხრა, ბიძაჩემს რატომ უჩმახებ შენო დირექტორი იყო იმხანად ჩვენი მეურნეობის ბიძამისი და მე სკოლაახალდამთავრებული კომუნისტურ იდეოლოგიას ავუმხედრდი როგორადაც ეს შესაძლებელი იყო …. მოკლედ არც ის ვიცოდი სურამისფსიქიატრიულის ხელმძღვანელი რომ ყოფილა, აქ, ამ სივრცეში კომენტარებში გადავიკვეთებოდით ხოლმე,არც ის ვიცოდი, რომ მძიმედ ყოფილა ავად და ამასწინათ ის ფოტო ვნახე, რომელსაც სხვადასხვა უხერხულინიშნით დაატარებდნენ კედლიდან კედელზე, ბლოგიდან ბლოგზე, თვალებით ვიცანი ეს ბიჭი, ელდამეცა,სკამიდან ვერ ვდგებოდი, გული გამიხდა ცუდად, იმ საზიზღარ კომენტარებს რომ ვკითხულობდი,ვირუსივით ვრცელდებოდა, ერთი გოგოს პოსტს ბულინგის ნიშნით, 60 ზე მეტი გაზიარება ჰქონდა, არადა მე მივხვდი რომ რაღაც დამართნია …. სპარტაკ ბუკიას დეიდაშვილს ალიკა კუპრავას მივწერე, სასწრაფოდრაღაც მოვიმოქმედოთ, არ უნდა ნახოს მან ეს ყველაფერითქო, არც მისმა შვილებმა… ვისაც ვთხოვე, ყველამსხვათაშორის მობოდიშებითაც კი მაშინვე აიღო მასზე დადებული პოსტი…
მერე ძალიან კარგი ბიჭის ტვ იმედის ჟურნალისტის ვაკო წიკლაურის პოსტი გახდა მეორე დღის მთავარი”ნიუსი”, ის ფოტო და კომენტარები ნახა და რეანიმაციაში მოხვდაო, არადა საბედნიეროდ არ უნახავს, ისუკვე დამძიმებული იყოო ძალიან – მითხრეს….
თვალებბრიალა სიცოცხლით სავსე კაცი, ასეთი იყო ეს ბიჭი, ღირსეული მეუღლე, 4 შვილის მამა, უფროსი 21წლის…
…. ბოლომდე იბრძოლაო სიცოცხლისთვის და ვერ მოერია ამ სენს სამწუხაროდ…გარდაიცვალა… ამბობენდიდი ამაგი ჩადოო სურამის ფსიქიატრიულის რეაბილიტაციის საქმეში.
…. იყო ფოტო, რომელზეც ნახევარმა საქართველომ იქილიკა და სირცხვილი ამისთვის იმ ნახევარსაქართველოს და იყო კაცი, რომელმაც ღირსეულად იცხოვრა და დარჩა ბევრი საკეთებელი, ბევრი სითბო დასიყვარული გასაცემი და არის გულისამომგლეჯი ფოტო, რომელიც მისი სიცოცხლის ბოლო დღეებიდანაა…მითხრეს რომ მისი უმცროსი შვილი ასე არ შორდებოდა მამას, მის ფეხებში იძინებდა, არ მიდიოდა სახლში.
აქვეა ფოტო არქივიდან – 9 აპრილის ერთი წლის თავზე, მეგაფონით სპარტაკი
…. ნათელში იყოს კიდევ ერთი კარგი ქართველი, სპარტაკ ბუკია“.