“ბოსტნის გამშენებელი ქვეყნის ამშენებელს დასაჭერად დასდევს, ესაა სამართალი?! ღმერთო სად ხარ?!” – ნუგზარ სულაშვილი

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის ანგარიშს ციხეებში ძალადობასა და სუბკულტურაზე, პარლამენტში უპასუხა:
“მერვე დაწესებულებაში, იქ სადაც იყო წამების ციტადელი, გავაშენე ბოსტანი. ზოგს ეცინება ამაზე, რომ წამების ადგილზე ბოსტანი რამ გაგაშენებინაო. ამ ბოსტანში 73 უვადო პატიმარი მუშაობს. როგორ ვერ ნახეთ ეს ბოსტანი?” – განაცხადა თეა წულუკიანმა
ამ თემას სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი ეხმაურებას:
“ღმერთო სად ხარ?!
ბოსტნის გამშენებელი ქვეყნის ამშენებელს დასაჭერად დასდევს. ესაა სამართალი ?!” – წერს ნუგზარ სულაშვილი