“გაზზე კარტოფილს ვხარშავდი, შემწვარი გამომივიდა…” – ხატია წერეთელმა ლექსების წერა დაიწყო

მომღერალმა ხატია წერეთელმა ლექსების წერა დაიწყო და შემოქმედებას საზოგადოებას უზიარებს.
“ინტერნეტ სივრცემ დამიპყრო,
facebook-ს ვეღარ ვნებდები,
მწვანედ იმდენ ხანს ვანთივარ,
სანამ არ გამოვშტერდები.
ავტვირთავ ახალ ფოტოებს,
ვარ like-ების ლოდინში,
ღამეს საიტზე ვათენებ,
მერე დღე ვგდივარ ლოგინში.
post-ებს post-ებზე ვაქვეყნებ,
გავაზიარე ბმულები,
google -დან დავაკოპირე
შენთვის წითელი გულები.
ფოტოზე გიწერ კომენტარს:
“ვა, რა როჟა ხარ, დავეცი”
სანამ leptop-ი გავთიშე მიდი,
პასუხი გამეცი.
ვიდეო ვნახე youtube-ზე,
დაგ-tag-ე, ხომ არ გეწყინა?
ცუდი განზრახვა არ მქონდა,
მინდოდა ბევრი გეცინა.
status-ით გიხსნი სიყვარულს,
სახელს არა ვაწერ, ვინა ხარ,
მალევე უნდა წავშალო,
სანამ მოხვალ და გინახავს.
უი, აქ ხარ და არა მწერ?
აჰ, ესე იგი მღალატობ! ო
შენ თუ გგონია ვიდარდებ…
დღესვე list-იდან გაგაქრობ.
password-ად შენი გვარი მაქვს,
mail-ად ძველი ნომერი.
უკვე იმდენჯერ შეცვალე,
ვეღარ ვიხსენებ რომელი.
წადი რა, ნუღარ მაბოლებ,
რა ვირუსივით შემიჩნდი,
შენს გამო chat-ი გავთიშე,
პროფილსაც ხომ არ შევიცვლი!
ნწ,ნწ რამდენ ხანს შემოვრჩი,
აქ ყოფნაც ამომივიდა…
გაზზე კარტოფილს ვხარშავდი,
შემწვარი გამომივიდა.
აი, რა დღეში ჩამაგდო
ამ facebook-ის მანიამ,
ჩემი სკლეროზის ამბავი
სულ ამ საიტის ბრალია.”