“გამსახურდია და სააკაშვილი ვერელები არიან, შევარდნაძე – მამათი, ივანიშვილი – ჭორვილა და კიდევ ვაკეა ბოროტების სათავე?” – მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, მან ყურადღება გაამახვილა იმ არასწორ წარმოდგენაზე თიუთქოს გეოგრაფიული მდებარეობა ადამიანის მორალურ და ზნეობრივ მდგომარეობას ცვლიდეს, მისი თქმით არ აქვს მნიშნელობა სადაა დაბადებული ადამიანი, ბოროტებას გეოგრაფიული საზღვრები არ აქვს.
“ვინაიდან ვინმე ფანი კაპლანს ვეღარ ვუკომენტარებ, ის კი არ ისვენებს და ჯვაროსნული ლაშქრობა გამოუცხადა ვაკეს, იძულებული ვარ აქ ვუპასუხო.
გამსახურდია და სააკაშვილი ვერელები არიან. ვერა-ვაკის გეოგრაფიულ-დემოგრაფიული სიახლოვე მოგეხსენებათ.
შევარდნაძე – მამათი
ივანიშვილი – ჭორვილა
დედაქალაქის ბოლო მერებიც გავიხსენოთ კოკიდან და სამტრედიიდან და კიდევ ვაკეა ბოროტების სათავე ?
ბოროტების გეოგრაფიულად დიფერენცირება რანაირი იდიოტობაა თუ ხვდება ის კაპლანი, მაინტერესებს ?!” – წერს მამუკა გამყრელიძე.