“გარე ფაქტორის იმედი გვქონდა და ახლა კვლავ საკუთარი თავის იმედად ვრჩებით. ისე, როგორც საუკუნეების განმავლობაში” – მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გარე ფაქტორის იმედი გვქონდა. ახლა, ისე ლაგდება ყველაფერი, რომ უახლოეს პერიოდში ამ ფაქტორის იმედი არ უნდა გვქონდეს. პირიქით, ამ გარე ფაქტორს ჩვენი აქტიური პოზიცია თუ არ ვაჩვენეთ სულ მთლად სარდაფში მოგვისვრიან. ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება და აქტიური, ქმედითუნარიანი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობის შექმნა.
კვლავ საკუთარი თავის იმედად ვრჩებით. ისე, როგორც საუკუნეების განმავლობაში. თუ ეს ვერ გაისიგრძეგანა ხალხმა, ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა და სასიკეთო ცვლილებებისთვის არ იბრძოლა, 2030-მდეც კარგად მენახეთ და შეიძლება კიდევ უფრო შორს. ისტორიისთვის ეს არაფერია, საქართველო კიდეც იარსებებს და შეიძლება ოდესღაც მართლა გაბრწყინდეს, მაგრამ ჩვენ კი ვერაფერს კარგს ვნახავთ.