“გენიტალიების სახელებს რომ გეძახი ქუჩაში, იქნებ ფალოსის კულტის თაყვანისმცემელი ვარ და გლოცავ?…”- ლევან სუთიძე სექსუალური შევიწროების შესახებ

ჟურნალისტი ლევან სუთიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გასაგებია, რომ არ არსებობს უზუსტესი ტესტი – რა არის და რა არ არის სექსუალური შევიწროება, მაგრამ ტესტი არ არსებობს არც პირისპირ შეურაცხყოფის შემთხვევაში.
სადავოდ შეგიძლია აქციო ყველაფერი – იქნებ პირისპირ დედის შეგინება ჩემთვის ნაყოფიერების ქალღმერთისადმი წარმოთქმულიი ლოცვა იყო? გენიტალიების სახელებს რომ გეძახი ქუჩაში, იქნებ ფალოსის კულტის თაყვანისმცემელი ვარ და გლოცავ? გამოხატვის თავისუფლება არ იცავს პირისპირ შეურაცხყოფას, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არავითარი არგუმენტირებული დასაბუთება, ობიექტურად რას წარმოადგენს შეურაცხყოფა.
გასაგებია, რომ ჩვენი კანონების ნაწილი ნაკლოვანია, არ გვაქვს ზუსტი და თანმიმდევრული ტესტი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ნაკლოვანი კანონებიც. კიდევ, გვჭირდება ცოცხალი მოსამართლეები, რომლებიც გაარჩევენ – ყლე რომ დაგიძახე, გლოცავდი თუ გაგინებდი და ჩახდილი რომ გამოგეკიდე, სექსუალურად გავიწროვებდი თუ რელიგიურ რიტუალს აღვასრულებდი.
ჩვენი ცივილიზაცია შექმნილი და დაფუძნებულია კონკრეტულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე. მხოლოდ იმიტომ, რომ ქსენოფობსა და ველურებს შესაძლოა ზედმეტი არგუმენტი მისცე, უარს ვერ ვიტყვით იმაზე, რაზეც უარია სათქმელი – ქალთა მიმართ ძალადობასა და სოციალურ და კულტურულ კონტექსტებზე, რომელიც აქ და ახლა არსებობს. საკანონმდებლო ორგანოს ტყუილად არ ვარჩენთ – სწორედ ამ კულტურული კონტექსტების მიხედვით უნდა არეგულირონ საზოგადოებრივი ცხოვრება. კი ბატონო, ეს სარისკოა. წარმომადგენლობითი დემოკრატია სარისკოა. არავინ დაგვპირებია რომ სისტემის მხრიდან ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობ არ არსებობს, მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ ამ მცირე რისკებზე, იმისთვის, რომ ადამიანები ამ ქვეყანაში უკეთ ცხოვრობდნენ.
კლასიკური ლიბერალიზმის კონსერვატული ტრადიცია თავის თავში ამ კონტრავერსიულობას ატარებს და “თანმიმდევრულობის ექსპერიმენტს” ეწინააღმდეგება. რეალურ დროში, რეალური კანონები და აღსრულების მექანიზმები გვჭირდება და ამაში არაფერია მემარცხენე ან მემარჯვენე – პოლიტიკური ფაქტია.