გერმანიაში შესაძლოა ვლადიმერ ლენინის ძეგლი დაიდგას

გერმანიაში შესაძლოა ვლადიმერ ლენინის ძეგლი დაიდგას. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. ამ ფაქტს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს, მან ფაქტს ისტორიული უსამართლობა უწოდა, მისივე თქმით მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა და ამის გამო კომუნიზმისა და მისი ბელადების დემონიზება არ მოხდა, ხოლო ფაშისტური გერმანიის შემთხვევაში პირქით. პროფესორის აზრით ფაშისტური გერმანიის ლიდერი მსოფლიომ სამართლიანად დაგმო, ხოლო იგივე ბოროტება ლენინის და სტალინის სახით არა.
“გერმანიაში ლენინს უდგამენ ძეგლს.
მიზეზი მარტივია – მეორე მსოფლიო ომი მოიგო საბჭოთა კავშირმა.
შესაბამისად, მოხდა დამარცხებული ქვეყნის იდეოლოგიის (ნაციზმის) არა მხოლოდ სამართლიანი დაგმობა, არამედ სრული დემონიზაციაც.
გამარჯვებული ქვეყნის იდეოლოგია (კომუნიზმი) კი მსგავს რამეს გადაურჩა, გადარჩა ცივი ომის შემდეგაც. ამიტომ ჰიტლერისათვის ძეგლის დადგმა კი არა ისიც კი დანაშაულად ითვლება რომ თქვა რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყება ბოლომდე მისი ბრალი არ იყო და რომ სხვებმაც “ივაჟკაცეს.” ლენინისა და სტალინის ძეგლები კი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ახლახან “პუმას” ფეხსაცმელში ვიღაცამ ჰიტლერის ულვაში “დაინახა” და ატყდა ისტერიკა. იქ სტალინის ულვაშის “დანახვა” მხიარულებას თუ გამოიწვევდა.და კიდევ ერთი შედეგი ამ ისტორიული უსამართლობის – უკიდურესი მემარცხენობის დაგმობა იშვიათად ხდება, მაშინ როცა უკიდურეს მემარჯვენეებს მიწასთან ასწორებენ ხოლმე. დემშიზებს თითქმის ყველაფერი ეპატიებათ, მათ შორის ცენზურის დამყარება და ბულინგი” – წერს თორნიკე შარაშენიძე.