“გილოცავთ, ქოცებო, თქვენ მოძალადე რუსეთის უნიჭო დამცველები ხართ” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ქალზე, რომელზეც იძალადებენ, სცემენ, გააუპატიურებენ და ფეხს მოაჭრიან იტყოდით, რომ ქალის ბრალია, რადგან მოკლე კაბა ეცვა და თავისი აღმა-დაღმა სიარულით მოძალადის პროვოცირება მოახდინა?
ქართულ ოცნებას ვეკითხები:
არ იტყოდით ხომ ამას? მაშინ რატომ ამბობთ, რომ საქართველომ რუსეთის პროვოცირება მოახდინა? ვინ საუბრობს ხოლმე მსხვერპლის ბრალეულობაზე სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ? ვინ და მოძალადე და მისი ლენჩი ადვოკატი.
გილოცავთ, ქოცებო, თქვენ მოძალადე რუსეთის უნიჭო დამცველები ხართ.