გიორგი ვაშაძისთვის ხმის მიცემა გადავიფიქრე – რა მოხდა ჩოხატაურის ბაზარში

პარტია ” გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ჩოხატაურის ბაზრობაზე მისი სტუმრობის დეტალებს ყვება.
“დღეს დიდი დღე იყო ჩოხატაურის ბაზარში. ერთი თავი ყველის საყიდლად შევედი და ამ დროს გიორგი ვაშაძე შემოვიდა საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. მოვუსმინე და ის იყო გავიფიქრე, არაა ცუდი პოლიტიკოსი, ხმას მივცემმეთქი, შევამჩნიე, რომ არაფერი იყიდა ისე გამოვიდა. მის მაგივრად ჭადის ფქვილიც ვიყიდე და ხმის მიცემა გადავიფიქრე” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
