“გირჩიცა და ევროქოცებიც თავის დროზე იყიდა ივანიშვილმა … სწორედ ამიტომაც მიესალმებიან ყოვლად მზაკვარ ნულოვან ბარიერს”- მეგი გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში , გირჩიცა და ევროქოცებიც თავის დროზე იყიდა ივანიშვილმა ენმ -ის დასაშლელად და მიშას ჩამოსაცილებლად ქართული პოლიტიკიდან, სწორედ ამიტომაც მიესალმებიან ყოვლად მზაკვარ ნულოვან ბარიერს და ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს არავისთვის, რაც შეეხება ამით აღფრთოვანებულ უსუფაშვილს, 1989 წ. 9 აპრილის სისხლიანი დარბევიდან ოთხი დღე იყო გასული , როცა კომპარტიაში გაწევრიანდა და დღეს 2019წ. 20 ივნისის სისხლიანი დარბევის მეოთხე დღეა და მგონი დღეს მოუწია სიხლიან ოცნებაში შესვლა და არცაა გასაკვირი!