“გოგო-ბიჭები სუპერმარკეტებში მონებივით მუშაობენ 300 ლარად… ჩვენი ქვეყანა არის მონების ქვეყანა, ვისი მონა იქნებით რა მნიშვნელობა აქვს” – ვაკო ფაჟავა

მოქალაქე ვაკო ფაჟავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
უცხოელები რომ ჩამოდიან საქართველოში მაგაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა, ევროპაში ხალხს საათში აქვს ხელფასი 10$ დღეში 100 $ საქართველოში გიდს უხდიან 30 ლარს მთელი დღის მანძილზე, ვინ არის მონა ჩვენ თუ ისინი?!
საღერძეთია აბა რა არის ეს ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა ნულის ტოლფასია ხელფასები ძალიან დაბალია მეცოდება პატარა გოგო ბიჭები სუპერმარკეტებში რომ მონებივით მუშაობენ 300 ლარად, ჩვენი ქვეყანა არის მონების ქვეყანა, ვისი მონა იქნებით რა მნიშვნელობა აქვს.