“გრეჩიხას მორალით მაცხოვრებელი ერი, რომელიც პირველივე შესახვევში გაიყიდება, ვერაფერს შექმნის, მიაღწევს…” – ცოტნე გამსახურდია

პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გახსოვთ, გრეჩიხამ რომ განაცხადა 2008-ში – ფული მიშასგან აიღეთ და ხმა ჩვენ მოგვეცითო?
ხალხიც აღშფრთოვანდა: შუაგულ ვეიკში მაკიაველი გამოგვიზრდია და არ ვიცოდითო…
მაგრამ გრეჩიხას მორალით მაცხოვრებელი ერი, რომელიც პირველივე შესახვევში გაიყიდება, რომ ვერაფერს შექმნის, მიაღწევს, ააშენებს, აკი გამოჩნდა? რატომ? რადგან არა აქვს მომავლის ჩამოყალიბებული ხედვა, არ იცის რა უნდა, არაა მზად ბრძოლისთვის, უარის თქმისთვის.
და ცხოვრობს კიდეც ეს ხალხი იქ, სადაც უნდა ცხოვრობდეს. აკი გამოჩნდა წლების მერე? როცა მიშა სააკაშვილი არ მომწონდა, ჰაერიც არ მინდოდა მისი; და ზუსტად ვიცოდი რა არ მომწონდა და რატომ, ან რა უნდა შეცვლილიყო. იმის უნარიც მაქვს, დავინახო ის კარგი, რაც გააკეთა.
მაგრამ რატომ უნდა მოგწონდეს ქოცი, 7 წლის მერე, როცა გადმოიღო ძირითადად ყველა ის პრაქტიკა, რასაც ვებრძოდით წინა ხელისუფლების დროს, ან დააწინაურა და გვერდით დაიყენა იგივე ფიგურანტები? ჰოდა, კი ცხოვრობენ ოცი ლარიდან ხუთ კილო კარტოფილამდე..