“დაგეშილმა პატრულმა სცემა მძღოლი. მე გადავრჩი ჯერ-ჯერობით, მაგრამ არ ვიცი რა მოხდება ხვალ”- ირინა ცააძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ირინა ცააძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მეგობრებო, არ ვაპირებდი ამის დაწერას, მაგრამ გადავწყვიტე რ2-ის სიუჟეტის ყურების შემდეგ. იქაც ანალოგიურად დაგეშილმა პატრულმა სცემა მძღოლი. მე გადავრჩი ჯერ-ჯერობით, მაგრამ არ ვიცი რა მოხდება ხვალ.
მოკლედ, სიტუაცია იყო ასეთი: ჩვენ, 5აქტივისტი ვიყავით ფალიაშვილის ქუჩაზე, ვაწყობდით დღევანდელ გეგმას, რომელიც კახეთში ჩვენს წასვლას ეხებოდა. კახეთიდან დაგვიკავშირდნენ და დახმარებას გვთხოვენ(ეს ცალკე საკითხია). აივნიდან ვიყურებოდით და ჩემი მანქანა იდგა ღამის 2საათამდე. დაახლოებით მაგ დროს დავიშალეთ და რომ ჩამოვედი მანქანა არ დამხვდა. დავიბენი, ვიფიქრე მოიპარესთქო. დარღვევით კი მეყენა მანქანა ტროტუარზე, მაგრამ ჭავჭავაძეზე რადგან ასფალტს აგებენ ფიზიკურად ადგილი არ არის და ისედაც დარღვევით (საპირისპირო მხარეს) გვიწევს სიარული. საქმე იმაშია, რომ ჩემი მანქანა გადაიყვანეს საჯარიმოზე, მაგრამ ანალოგიური “დარღვევით” მდგომი ორი მანქანა არც კი შეუმჩნევიათ. მოკლედ გამოვიძახე პატრული და დავაფიქსირე ჩემი პრეტენზია. ამ პატრულ მოჰყვა კიდევ ვიღაც უფროსი პატრული, მაგრამ არ მეუბნებიან თუ ვის მოუარა თავში ღამის 2საათზე მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ-ერთი გამოხტა და მეუბნება, რომ არის დავით მუკბანი და მისი ინიციატივით მოხდა მანქანის გადაყვანა და რამე პრეტენზია თუ მაქვს, გამესაჩივრებინა გენერალურ ინსპექციაში. ახლა მივდივარ გასასაჩივრებლად, მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, არამედ ის, რომ ამ დღეებში თუ ან საბურავი გამისკდა, ან მუხრუჭმა არ დაიჭირა, ყველამ იცოდეთ, რომ ეს ვინმე ვაიპოლიციელი დავით მუკბანის ბრალი იქნება.
ეხლა მივდივარ მანქანის გამოსაყვანად და განცხადების დასაწერად(მაინც, რომ იყოს). სამარცხვინოები გახდით, საშოვარზე გადასულო პოლიციელებოო