“დაგვპირდა ვერავინ შეგვიზღუდავდა გადაადგილების უფლებას, და სიტუაციაში გასარკვევად გაემართა… ცოტა ხანში ადგილიდან გაუჩინარდა” – პოლიციელების ქმედებები გუგუტიანთკარში

სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დღეს გუგუტიანთკარში ჩამოვედით, სულ ოცამდე ადამიანი ვართ და გვინდოდა სოფელში ჩასვლა, აქ მცხოვრები ადამიანების სოლიდარობა და გამხნევება, საჭიროებების გამოკითხვა, რაშიც დახმარება შეგვიძლია, და მერე შესაბამისი რეაგირება.
ჯერჯერობით ვერცერთი მოვახერხეთ, ყველა მანქანა თავისუფლად მოძრაობს ჩვენ გარდა. ვერ გვიხსნიან რატომ არ გვიშვებენ, პასუხისმგებელი პირიც არ არის.
რა თქმა უნდა არანაირ ჭიდაობას არ ვაპირებთ აქ, გამოვიძახეთ პატრული და ველოდებოდით მინიმუმ ახსნა-განმარტებას, მაინცდამაინც ჩვენ რის საფუძველზე გვიზღუდავენ გადაადგილების თავისუფლებას (თუ ყველა დანარჩენ ადამიანს თავისუფლად უშვებენ).
აღნიშნული პატრული, რომელიც მოვიდა ძალიან მშვიდად და წყნარად მოგვისმინა, დაგვპირდა რომ ვერავინ შეგვიზღუდავდა გადაადგილების უფლებას, და სიტუაციში გასარკვევად გაემართა საგუშაგოსკენ, ცოტა ხანში ადგილიდან ისე გაუჩინარდა, რომ არც ოქმი გვინახავს და მითუმეტეს არაფერი აუხსნია. ეხლა გენინსპექციას მივმართავთ.
მოსახლეობამდე მაინც მივაწვდენთ ხმას. უბრალოდ ესეც #სირცხვილია.