დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და გამიყალბებს ხმებს – ნინო ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბებას არ შეეგუება და ივანიშვილს აფრთხილებს.
” ვაფრთხილებ ივანიშვილს, არანაირი სურვილი არ მაქვს არც თქვენი ჩამოშლის, იმიტომ კი არა, რომ თქვენთან რაიმე სენტიმენტები მაქვს, უბრალოდ, მინდა, ქვეყანა ნორმალურად გადავიდეს სხვა რეჟიმში, არც ქუჩაში დგომის სურვილი მაქვს. დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და გამიყალბებს ხმებს და იმედია, ასე გააკეთებს სხვა ოპოზიციური პარტიაც და არავინ არავის არ გაურიგდება ” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.