“დაიწყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ასე ნანატრი რეფორმაცია, შვილიშვილებს მოვუყვებით ყველანი…” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემას სოციალური ქსელში ეხმაურება და ისტორიულს უწოდებს.
” გაივლის წლები და შვილიშვილებს მოვუყვებით ყველანი, რომ 2020 წლის 14 ოქტომბერს, შენს გადაცემაში დაიწყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ასე ნანატრი რეფორმაცია, გაჯანსაღება და დერუსიფიკაცია Eka Kvesitadze
სრულიად გენიალური გადაცემა, სწორედ რომ საშვილიშვილოდ მნიშვნელოვანი და ისტორიული პერსპექტივის!” – წერს ნიკა გვარამია.