“დამეგობრება უნდა და მოვწონვარ, ყავს ოჯახი და არ გადის რა ვუყო, ვუყვარვარ და ვერ გავიმეტებ სასიკვდილოდ…” – იუნა შაფათავა

მსახიობი იუნა შაფათავა პოსტს აქვეყნებს:
რამდენიმე დღეა ერთი პატარა თაგვი დარბის ჩემ ოთახში. აშკარად დამეგობრება უნდა და მოვწონვარ. თან შია- სასუსნავები ჰაერში მიკიდია, კანფეტები ხუფიან შუშის “ვაზაში” დევს.
შია საწყალს, დასაჭერად და მოსაკლავად არ მემეტება. მეთამაშება. ხან აქეთ გამომირბენს მიყურებს ყნოსავს იატაკს, ხან იქიდან)))) არ ვიცი რა ვუყო)))) ასეც ვეჩხუბე ისევ ვეჩხუბე – არ მიდის. ელოდება როდის ვაჭმევ და რა ვქნა არ ვიცი 😹 თხილი დავიყარო ვაჭამო ? იმ დღეს შიოდა ფანჯრის რაფაზე ქლიავს უკბიჩა და ალბათ არ მოეწონა ერთი ნაკბეჩი იყო))))
როგორ მოვიშინაურო, მეცოდება, მასწავლეთ? წუნა და წრუწუნას გავს მარტოობით კვდება ამ ოთახში ცოცხალი თავით 7 ოთახიანში ჩემ ოთახშია, სამზარეულოში ყავს ოჯახი და არ გადის რა ვუყო, ვუყვარვარ და ვერ გავიმეტებ სასიკვდილოდ ❤️
რომ შემოვიჩვიო თხილი ვაჭამო და ვაბანაო, ხომ შეიძლება???