“დამეხმარეთ, ვინმემ მითხარით რაში გამოიხატება გახარიას მთავრობის ეფექტურობა ამ კორონობაში?რაზე ვემადლიერო მთავრობას?” – რუსუდან ცირეკიძე

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რუსუდან ცირეკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ვერ ართმევს თავს კორონას ინფექციის შედეგად გამოწვეულ პრობლემას.
“არ მინდა უმადური და დაუნახავი გამოვჩნდე.ვერ ვიტან, მძულს დაუნახაობა. დამეხმარეთ.ვინმემ მითხარით რაში გამოიხატება გახარიას მთავრობის ეფექტურობა ამ კორონობაში? ერთი ვიცი, რომ კარანტინებში და კომენდანტის საათებში გამოგვკეტეს, იმაშიც კი დაგვარწმუნეს რომ მანქანის უკანა ნაწილი უფრო განიერია ვიდრე წინა, ონლაინ რაღაცას ვბუჯურობდით წვრილმანებს ვყიდულობდით და ეგეც აგვიკრძალეს- ეს ვისაც ორი კაპიკი კიდე შეგვრჩა და ვისაც არა გაუბედურებულები ცას შესცქერიან , ღმერთის იმედად მიტოვებულები.. ემიგრანტები ტირიან სახლში დაგვაბრუნეთო… აფთიაქებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არ იყიდება . სწრაფ ტესტირებას ვინ დაეძებს, pcr დიაგნოსტიკის ორი კვირის მარაგი გვაქვსო მინისტრმა და თუ დაგვჭირდებაო ( თუო ხალხო) მაშინვე შემოვიტანთო. მითხარით ძმებო და დებო, შვილებო, კი, მხოლოდ 100 ინფიცირებულია გამოვლენილი მაგრამ მთავრობა რა შუაშია და რაზე ვემადლიერო მთავრობას? მართლა მაინტერესებს. ” – წერს რუსუდან ცირეკიძე.