” – და მაინც რატომ დაწექი ჩემთან? – პირველი შენ შემრჩი ხელში…” – ხატია წერეთელმა ლექსების შემდეგ ნოველების წერაც დაიწყო

მომღერალმა ხატია წერეთელმა ბედი მწერლობაში სცადა, რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში ლექსი გამოაქვეყნა, ახლა კი – ნოველა.
“ციკლიდან – ქალური ნოველები:
“სექსის” შემდეგ
-სექსში სულ ასეთი ინერტული ხარ?
-არა, არ ვიყავი სექსის ხასიათზე
-აბა რატომ გქონდა
-იმიტომ რომ იმისთვის მეღალატა ვინც ჩემი ერთგულება ვერ დააფასა
-გამომიყენე?
-შენ ხომ ისიამოვნე მაგ გამოყენებით
-ეგოისტური სიამოვნება არაა ჩემი, სტილი
-არც ღალატია ჩემი სტილი, მაგრამ ხანდახან სტილიდან გადახვევა შეიძლება
-თავს ნახმარი პრეზერვატივივით ვგრძნობ , რომ იხმარეს და მიადგეს
-მე მხოლოდ შენი სხეული ვიხმარე, ჩემი კი სულიც, სხეულიც, ყველაფერი რაც გამაჩნდა, თუმცა შენგან განსხვავებით მე მივაგდე,
მე ასეთი ცარიელიც კი ბევრად ფასეული ვარ ვიდრე ის ვინც გამომიყენა…
-უცნაურები ხართ ეს ქალები, ჩახლართულები, არაპნოგნოზირებადები,
-ცდები ჩვენ ყველაზე მარტივები ვართ როცა გვიყვარს, აჩუქე ქალს სიყვარული და ის გაგიმარტივებს ცხოვრებას, ოღონდ არაფერი შეგეშალოს თორემ ეგრევე დაკარგავ სადავეებს-და მაინც რატომ დაწექი ჩემთან?
-პირველი შენ შემრჩი. ხელში”