“დედა რას კადრულობთ ხელისუფლებავ! რა სამარცხვინო “წერილებს წერამთ”ეს რა უსტარი გააგზავნეთ უკრაინაში?!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
” დედა რას კადრულობთ ხელისუფლებავ! რა სამარცხვინო “ წერილებს წერამთ”
ეს რა უსტარი გააგზავნეთ უკრაინაში?! ამ თალაკვაძის და პარლამენტის წერილმა , რუსთაველი-ნესტანის უსტარი მომაგონა უცებ: ” ჰე ჩემო ,ესე უსტარი, არს ჩემგან ნამოღვაწები, ტანი კალმად მაქვს კალამი , ნაღველსა ამონაწები”
პარლამენტის თავმჯდომარის- ხელისუფლების მიერ გაგზავნილმა (წერილმა უკრაინაში), წერილმა მომაგონა უცებ
ასე როგორ შეგიპყროთ ნაღველმა სააკაშვილის წარმატების გამო, რომ საკუთარ სახელმწიფოს ამხელა დიპლომატიურ დარტყმას აყენებთ?! რამ გადაგრიათ და როგორ აგშალათ ერთიანად “ მამამარჩენალმა ოლიგარქმა”, ეს რა დღეში. ჩავარდით
მართლა რა “ ქაჯეთის ციხეს “ დაამსგავსეთ საკანონმდებლო ორგანო??? ღმერთო რა შემოსევაა? ” – წერს თაკო ჩარკვიანი.