“დიახ, ეს ბევრ სახელმწიფოს ძალიან არ აწყობს, მაგრამ კოსმოსს წინ ვერავინ დაუდგება!” – ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს ისტორიის მიმოხილვა ითავა და გაყალბებული ისტორიული ფაქტებით მოიწონა თავი.
სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენი ქვეყნის წარსულს თავის ყაიდაზე აკეთებენ და ისე წარმოაჩენენ, ვისაც როგორ აწყობს. ამასთან დაკავშირებით, გვსურს შეგახსენოთ ქალბატონ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებიდან რამდენიმე ამონარიდი, რომლებიც ამ თემას შეეხება და რომლებიც პირდაპირ კარნახობს ხელისუფლებას თუ სწავლულებს, რა უნდა გაკეთდეს ყალბ პროპაგანდასთან საბრძოლველად. 1997 წელი, 27 მაისი, დილის11 საათი.მხოლოდ ჩემი ნაწინასწარმეტყველები პრეზიდენტის დროს ექნება საქართველოს რუსეთთან კეთილი ურთიერთობები და კონტაქტები, მხოლოდ მეზობლური…არ არსებობს, ისტორია შენ სასარგებლოდ დაწერო. სიმართლე მაინც თავის სიტყვას იტყვის!2008 წელი, 9 სექტემბერი, ურეკი, დილის 5 საათი.ქართულ ისტორიას ბევრი რამ აქვს სათქმელი მომავალში და ვხედავ, რომ ყველაფერი ითქმება და მთელი მსოფლიო დაიჯერებს.2008 წელი, 15 სექტემბერი, თბილისი.რუსეთის მთავრობას არაფერი გამოუვა. რუსეთის დრო საქართველოში ამოიწურა! ისინი გავლენ საქართველოდან და ყოველივე აღსრულდება ასი პროცენტით.მალე „სამხრეთ ოსეთი“ შეიცვლება ნამდვილი ქართული სახელით . ამას ჯერ ისტორიულად დაამტკიცებს საქართველო და მერე მთელ მსოფლიოში გაავრცელებს.
„ყოველივეს თავისი სახელი დაერქმევა. ყველას ნიღაბი აეხდება და სიმართლე იზეიმებს!“ — ბრძანებს უფალი, ვხედავ.
კოსმოსთან და მის ენერგიებთან მიწიერი ძალები ვერას გახდებიან. ვხედავ, მთელი მსოფლიო იყვირებს, რომ ეს არ არის „სამხრეთი ოსეთი“, რომ არსებობს ერთი ოსეთი ჩრდილოეთში, თავისი დედაქალაქით. ამიტომ ეს არის ასმაგი დანაშაული რუსებისა და ასევე ოსებისა — ძირძველი ქართული მიწების მითვისება.2008 წელი, 26 ოქტომბერი, თბილისი.ვხედავ, მოდის დრო, როცა ეს ყოველივე ისტორიულად დამტკიცდება. ეს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება საქართველოსი, რომელსაც ევროპა მიიღებს. საჭიროა, ისტორიულად უფრო გაიშალოს ფაქტები და სამართალმა იზეიმოს. ეს აწყობს ამერიკასაც, დასავლეთსაც.დიახ, ქართული მიწები დატაცებულია და სამართალი უნდა აღდგეს! მიწებს ვიბრუნებთ, ვხედავთ, და იქ ჩასახლებულ უცხო ტომებს, რა უფლებები აქვთ და რამდენად კანონიერია მათი უფლებები ქართულ მიწებზე, ამ საკითხზე იმუშავებენ მთელი ინსტიტუტები. სწორეც არის.რა უფლებით მიიტაცა სასომხეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ქართული ტერიტორიები??? მოვა დრო და საქართველო, ვხედავ, დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს. ეს მოხდება ასევე მსოფლიოს ხალხთა მხარდაჭერითაც. დიახ, ვიბრუნებთ ტერიტორიებს. ესეც ასრულდება ისე, როგორც ჩვენი მრავალი წინასწარმეტყველება ასრულდა. ამინ!2009 წელი, 18 იანვარი, ურეკი.ვხედავ, დაიწყება ფილმების – ეს დოკუმენტურია თუ მხატვრული — გადაღება…მთავარია, გადაიღოთ ფილმები და დეტალურად მოყვეთ, რა არის აფხაზეთი და სამაჩაბლო, ვინ არიან აფსუები და ოსები (ასევე სხვა ერებიც), როგორ მოხვდნენ ისინი ქართულ მიწაზე. აღწერეთ ყველაფერი დეტალურად და გამოამზეურეთ მსოფლიოს დონეზე.ვხედავ, მთავრობა დააფინანსებს ამ პროექტებს…ეს პიარი არც არის, ეს საქართველოს ისტორიაა და ქართველი ისტორიკოსების დიდი მუშაობის შედეგად იწერება ნამდვილი ქართული ისტორია, რომელსაც მომავალში –23-24-25-ე საუკუნეებში და მერეც, სიამაყით მოიხსენიებენ იმ დროის ქართველები.ვხედავ, უზარმაზარი მასალა იყრის თავს, რაც იყო, ხუთი იმდენი ემატება და ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ეძლევა საშუალება, წარმოაჩინოს, ვინ იყო ასწლეულების განმავლობაში მისი ნამდვილი მტერი, ვინ უფრო მეტი დაგვიშავა – მუსლიმებმა თუ ერთმორწმუნე მართლმადიდებელმა რუსებმა.
როგორც უნდა შეცვალოთ ისტორია, ვხედავ, იგი მაინც იტყვის სიმართლეს. ამინ!
აუცილებელია გადაიღოთ ისიც, რა მოიმოქმედეს ქართულ მიწაზე სხვა ერებმაც. ნუ დამალავთ ნურაფერს, თქვით და დაწერეთ! ვხედავ, ეს შეუფასებელი ინფორმაცია იქნება ჩვენი მომავალი თაობებისთვის.ქართველებს საამისოდ არ ჭირდებათ რეჟისორების მოწვევა საზღვარგარეთიდან — ეს ხომ დაკვეთა არ არის. ჩვენ გვყვანან დიდი ხელოვანები, გენიოსები, რომელნიც ზუსტად აღწერენ, დაწერენ და გადაიღებენ „ქართლის ჭირს“ და ამას ქართველზე უკეთ, ვხედავ, ვერავინ გააკეთებს.2009 წელი, 29 იანვარი, თბილისი.დიახ, აფხაზეთი საქართველოა, როგორც სვანეთი, სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, კახეთი, ქართლი, მესხეთ-ჯავახეთი… დიახ, აფხაზეთში აფსუები ცხოვრობდნენ ქართველებთან ერთად და აფსუა არ არის აფხაზი – აფსუა აფსუაა!ვხედავ, საქართველოს ისტორიას მიხედვა უნდა და კარგადაც მიხედავენ.2009 წელი, 14 თებერვალი, თბილისი.დროა, სახელწოდება „სამხრეთ ოსეთი“ არ არსებობდეს და ამ კუთხეს ნამდვილი სახელი დაუბრუნდეს. ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება და ეს გახდება განსჯის საგანი ევროპა-ამერიკისთვისაც.საქართველოს მთავრობა ოფიციალურად მოითხოვს,რომ კომუნისტების მიერ ძალად შექმნილ „სამხრეთ ოსეთს“, რომელსაც ნამდვილი სახელი სამაჩაბლო ჰქვია, იურიდიულად გაუფორმდეს ნამდვილი სახელწოდება.
ევროპის სასამართლოც, შეისწავლის რა საქმის ნამდვილ ვითარებას, ანუ წარმომავლობას სახელწოდებისა „სამხრეთ ოსეთი“, დაადგენს, რომ კანონიერი სახელი ქართული მიწისა არის „სამაჩაბლო“ და ისტორიულადაც ასე უნდა დარჩეს.
ამით ბოლო მოეღება დიდ ტყუილს. სამაჩაბლო არასდროს ყოფილა ოსებისა და არც იქნება, კოსმოსი ამას არ დაუშვებს!ვიმეორებ, მოდის დრო, როცა სიმართლე იზეიმებს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.2009 წელი, 16 აპრილისაქართველო, ქართველები – ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა იყო წარსულში და რა იქნება მომავალში, საიდან აღმოვცენდით, რას გვეუბნება ჩვენი ისტორია ჩვენს წარმომავლობაზე?..რატომ უფრო ბევრს არ ვიკვლევთ, რატომ უფრო ბევრს არ ვწერთ? ჩვენ ხომ უძველესი ერი ვართ და ბევრი სხვა ქვეყნის კულტურაზე მაღლა ვდგავართ?საქმე ისაა, რომ ჩვენი პირველობა ბევრ ქვეყანას ხელს არ აძლევს, ვინაიდან ჩვენ – ქართველები, მათზე ადრე ვარსებობდით(და მომავალშიც ვიარსებებთ). ჩვენ წარმომავლობის უძველესი ისტორია გვაქვს და ამ ფაქტებს კვლავ მოძიება სჭირდება. ქართველებო, თუ ამ საქმით დაკავდებით, კოსმოსი ყველა გზას გაგიხსნით დღეს.ვხედავ, მომავალში იწყება სერიოზული არქეოლოგიური გათხრები. ვიცი, გვყავს სერიოზული, ჭკვიანი სპეციალისტები არქეოლოგიაში, რომელთაც ასეთი კვლევები ოცნებად აქვთ გადაქცეული და ეს ყველაფერი მალე იქნება. როგორც ყოველთვის, წინასწარმეტყველება ასრულდება!2009 წელი, 2 ივნისი, თბილისიერთი რამ გამორჩებათ რუსებს, რომ აფხაზი ქართველია! საქართველოს ისტორიაც ამტკიცებს ამას.
ვხედავ, იქმნება ისტორიის შემსწავლელი ევრო-ამერიკულ-ქართული ჯგუფი და მთელი ქართული ისტორია თავიდან გადაიფურცლება.
ეს მართლაც სჭირდება საქართველოს, რათა ევროპა და ამერიკა მოწმედ გვყავდნენ, როცა რუსები ისტორიის გადაკეთებას დაიწყებენ; თუმცა, უკვე გადაკეთებულიც აქვთ რუსული ისტორია. უბრალოდ, ვხედავ, შესაფერის დროს არჩევდნენ, რათა იგი მსოფლიოში გაეხმოვანებინათ.დიახ, ნახავთ, როგორი გაოცებულები დარჩებით! ევროპასაც გადაწვდებიან მერე ისე, რომ არც შერცხვებათ. აი აქ კი, ნამდვილი ისტორიის დამახინჯების გამო, მთელი ევროპა (საქართველოს გაასწრებენ, მგონი) სასამართლოში უჩივის რუსეთის სახელმწიფოს.2009 წელი, 1 სექტემბერი, ურეკი.
ვოლგისპირეთის პატარა სლავურმა ქვეყანამ ძირძველი კულტურის მქონე პატარა საქართველოს წინაშე, ნება იბოძოს, და თავი დახაროს.
დიახაც, IX საუკუნეში ჩამოყალიბდა თეთრი რუსეთი, საქართველოს არსებობის ისტორია კი რომელი საუკუნიდან იწყება?ამიტომ საჭიროა, მუდმივად იწერებოდეს საქართველოს ისტორია; მოვიძიოთ ყველაფერი ქართული, რაც მსოფლიოშია მიმოფანტული; არქეოლოგიური ხაზით გადავთხაროთ მთელი საქართველო და აღმოვაჩინოთ გასაოცარი ფაქტები, რომლებიც უამრავ საიდუმლოს ინახავს და ეს ყველაფერი დავანახოთ მთელ მსოფლიოს – ვინც იცის და ვინც არ იცის…ვხედავ ისტორიის საგამოძიებო ჯგუფებს, რომელთაც მთავრობა აფინანსებს და ეხმარება ბევრ რამეში, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ არსებული ქართული მასალების მოპოვებაში…ასე რომ, ვხედავ, მომავალში საქართველოს უზარმაზარი ისტორია აქვს დაწერილი. ყოველი წვრილმანი იქნება აღწერილი ქართულ ისტორიაში, არცერთი გმირი არ გამორჩება ისტორიკოსის, მემატიანის კალამს. ნათქვამი იქნება ყველაფერი, რაც კი მომხდარა.ვხედავ, ისტორიულ, ნამდვილ ფაქტებს ვერც ვერაფერს დააკლებენ და ვერც მოუმატებენ, ვინაიდან აქ კოსმოსის ნებით იქნება ყოველივე ნაკარნახევი.2010 წელი, 17 თებერვალი.ვხედავ, მომავალში მთლიანად უნდა გადაიხედოს საქართველოს ისტორია აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, საერთოდ ვინ არიან აფსუები და ოსები, რას თხოულობენ, ვის მიწებს ისაკუთრებენ, საქართველოს ისტორიასაც რომ ისაკუთრებენ-მეთქი?!**რაც მთავარია, საქართველოს მისი წარსული, ისტორია იცავს, ხალხო! ჩვენი ისტორია აცნობს მსოფლიოს, თუ ვინ ვართ. აი ამისთვისაა საჭირო, რომ ყოველთვის, ყველგან მოვიშველიოთ ჩვენი ისტორია. ეწყინება თუ არა ეს ვინმეს, ჩვენ არ გვეხება.დიახ, სიმართლე ძალიან მწარეა, მაგრამ დამალული სიმართლე არა მხოლოდ მწარე, არამედ დამანგრეველიცაა! თუ ეს არ გავაკეთეთ და არ ვიბრძოლეთ, ამას ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს.2010 წელი, 8 ივლისი.ვხედავ წიგნს, რომელშიც მოთხრობილია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ისტორია და რომელიც ადასტურებს, რომ ეს საქართველოს ძირძველი მიწებია, რომ იქ მკვიდრი მოსახლეობა ქართველები არიან და არა ჩამოსახლებული ერები…
წიგნი გამოიცემა უცხო ენებზე და გავრცელდება ევროპაშიც, ამერიკაშიც, მოკლედ, ყველგან!
იბეჭდება სხვა ისტორიული წიგნებიც. ეს იმ ჩვენს მეზობლებსაც შეეხებათ, რომლებსაც ქართული მიწები ჩამოურიგა რუსეთმა და მათაც ისე მიითვისეს, თითქოს მართლა მათი ტერიტორიები იყოს. მაგრამ მომავალში მაინც მოუწევთ მიწების დაბრუნება.დიახ, ეს ასი პროცენტით ასრულდება! კოსმოსი ყველაფერს დააალაგებს და ხმასაც ვერავინ ამოიღებს!რუსული პროპაგანდა, ვხედავ, უძლურია ამ ფაქტების წინაშე. ეს ისეთი ურყევი ისტორიული ფაქტებია, რომ ვერც გვერდს აუვლი და ვერც გააბათილებ.2011 წელი, 2 დეკემბერი, თბილისი.ვხედავ, მომავალში ისტორიულ ფაქტებს დაალაგებენ არამხოლოდ სამაჩაბლოზე, არამედ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულზე — ტრაპიზონიდან დარუბანდამდე. ამოიღებენ რეალურ ფაქტებს, სინამდვილეს, მთელი ქართლის ცხოვრებას, აღიწერება სრულიად საქართველოს ისტორია, გადაითარგმნება ყველა ენაზე და ეცნობება მთელ მსოფლიოს…გავაცნოთ ჩვენი საყვარელი სამშობლო მსოფლიოს ხალხებს, მათ მშობლიურ ენებზე წავაკითხოთ საქართველოს ძველი და ახალი ისტორია.ვხედავ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვება ამ ყოველივეს.
გაიხსნება არქივები მსოფლიოს ყველა კუთხეში — სადაც კია საქართველოს შესახებ დოკუმენტები დაცული. იმ არქივებშიც კი დაგვიშვებენ, რომლებსაც ქართველებს მანამდე არ გვაკარებდნენ და ეს იქნება სენსაცია!!!
რატომ არ გვიშვებენ ჩვენს წარსულთან? იმიტომ, რომ ბევრ ძლიერ ქვეყანას შურს საქართველოს წარსული, ისტორია, კულტურა და არ სურთ გაცხადდეს ფაქტები იმისა, რომ ჩვენ, ქართველები ვართ ზე−ერი!მაგრამ ეს ფაქტები მაინც ამოტივტივდება და ბევრ რამეს ახდის ფარდას. დიახ, ეს ბევრ სახელმწიფოს ძალიან არ აწყობს, მაგრამ კოსმოსს წინ ვერავინ დაუდგება!