“დიახ, ჩვენ დროს მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი მიტინგები იშლებოდა და თუ გნებავთ ირბეოდა კიდეც… ხელისუფლება აბსოლუტურად მართალი იყო” – მეგი გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დიახ, ჩვენ დროს მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი მიტინგები იშლებოდა და თუ გნებავთ ირბეოდა კიდეც, და
დიახ, იმდროინდელი ხელისუფლება აბსოლუტურად მართალი იყო !
მართალი იყო ,როცა კოლაბორაციონისტებს ყველანაირად ხელს უშლიდა, რომ სახელმწიფო ხელში არ ჩაეგდოთ ოლიგარქებს!
ვისაც ჯერ კიდევ გული გეთანაღრებათ , კარგად გადახედეთ და გაიხსენეთ
იმ დროინდელი ქოცები და დღეს ხელისუფლებაში მყოფნი თუ როგორ ხრავენ ქვეყანას და როგორ უკუსვლით მიგვაქანებენ იქ, საიდანაც თავქუდმოგლეჯილები გამოვრბოდით 9 წელი!
დიახ , მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად მართალია, როცა ოლიგარქებს არ ურიგდება, რადგან ყველა ოლიგარქი ერის და ქვეყნის მტერია!
ყველამ ვიცით , რომ მთელი მისი შეგნებული ცხოვრება პრობლემები აქვს ოლიგარქებთან და როგორც თავადაც აღნიშნავს სძულს ისინი!
რატომ?!
იმიტომ რომ სადაც ოლიგარქიაა, იქ უბრალო ადამიანების ადგილი არ რჩება და ამიტომაც დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა ქვეყანა!
იქ, სადაც ოლიგარქი მდიდრდება, არ არსებობს ქვეყნის განვითარება!
იქ ,სადაც ოლიგარქი მართავს, შეუძლებელია იყოს ძლიერი სახელმწიფო და ბედნიერი ერი !
ოლიგარქი არის პარაზიტი, რომელიც შიგნიდან ხრავს სახელმწიფოს და საკუთარი თავის გასამდიდრებლად უბრალო ხალხის ბედით მანიპულირებს!