“მეგობრობის გარეშე არ არსებობს არც მშობლის, არც შეყვარებულის სიყვარული.. დიდი გრძნობაა მეგობრობა… “

მომღერალი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ მეგობრობა ან დროებითია ანდაც საერთოდ არ არსებობს..
ალბათ ამას უფრო ის ადამიანები ფიქრობენ ვინც ბავშობა უმეგობროდ გაატარა და მისთვის ყველაზე ძვირფასი გრძნობა მეგობრობა არ იყო..
პირიქით ჩემი აზრით მეგობრობის გარეშე არ არსებობს არც მშობლის, არც შეყვარებულის და არც ნებისმიერი ინდივიდის მიმართ სიყვარული..
დიდი გრძნობაა მეგობრობა… ☝🏻
ოღონდ მეგობრობასაც დიდი მოფრთხილება ჭირდება