“დილით ნატაშა დაკერე საღამოს შავტუხა ლალი” – მაია კაჭკაჭიშვილს კარანტინის დროს მუზა ეწვია და სახალისო ლექსების წერა დაიწყო

მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ლექსს აქვეყნებს. როგორც ჩანს კოპოზიტორს კარანტინის დროს მუზა ეწვია და სახალისო ლექსების წერა დაიწყო.
” დასაწვენი ვარ :))))
ჭეშმარიტება ერთია,
გემოვნება კი მრავალი
ჩემი სამყარო ღმერთია
შენი კი მავან მავანი
წადი დალიე წამალი
დე ყოფილიყოს ალალი
დილით ნატაშა დაკერე
საღამოს შავტუხა ლალი
გვიან მიხვდები ვაჟკაცო
სერზედ მარტოკა მავალი
გაგახსენდები როდესაც
დაგარტყამს შენ ელმავალი
მ.კაჭკაჭიშვილი ” – წერს მაია კაჭკაჭშვილი.