“დილით პატარებისთვის ფაფა დამაგვიანდა, გვიან შესულს წყნარად დამხვდნენ მაგრამ ნაწყენი თვალებით… პატარა მზეები”

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ამას წინათ რაღაც საქმის გამო დილით პატარებისთვის ფაფა დამაგვიანდა, ზუსტად იმ დროს როცა ჩემს გარდა არავის ელიან – არც ძმებს, არც მეთოდისტებს, არც სტუმრებს. გვიან შესულს წყნარად დამხვდნენ მაგრამ ნაწყენი თვალებით. კარგა ხანს დამჭირდა კუნტრუში რომ ძველებურად გაეღიმათ.
დღეს რაღაც საუბრის გამო ასევე შეიძლება დამგვიანებოდა საუზმე,მაგრამ ის თვალები რომ გამახსენდა, ყველაფერმა დანარჩენმა დაკარგა მნიშვნელობა.
იმ ქრომოსომით რომელიც ჩვენ გვაკლია, არაჩვეულებრივი ადამიანები ჩვენზე მეტად გრძნობენ და განიცდიან ყველაფერს, თან არანაირი პრეტენზია არა აქვთ. მათ მარტო სითბო უნდათ ჩვენგან და სხვას არაფერს მათთვის მნიშვნელობა არა აქვს.
ყველა ჩვენგანში კარგთან ერთად არის ცუდიც და ეს არაჩვეულებრივი ადამიანები გვეხმარებიან ჩვენ ამ ცუდის დაძლევაში. ცუდს მხოლოდ მაშინ მოერევი როცა ვინმე გიყვარს და იმ ვინმეს უყვარხარ და როცა ეს სიყვარული უპირობოა ორივე მხრიდან.
ჩვენმა პატარა მზეებმა ჩვენი ცხოვრება შეცვალეს.