დომენიკ მანგოს სააღდგომო მოლოცვა!

დომენიკ მანგო სოციალურ კსელში პოსტს აკვეყნებს:
მანგოს სააღდგომო მილოცვა:
ქრისტიანობა? ეს ეკლიანი გზებია, სადაც არავის ესმის შენი. სადაც ეკალ-ბარდიან ტყეებში გაგყავს ტკივილისა და საკუთარი სხეულის მსხვერპლად შეწირვის ფასად ახალი გზები. სადაც აღარ გიღებენ, სადაც გრიყავენ და სადაც გიძულებენ, თუმცა ყოველთვის ინტერესდებიან შენით. რაც უფრო მეტს სძულხარ, მით უფრო ღრმად ტოპავ ეკლის ბუჩქებში, საიდანაც უკან დახევა ადვილია, თუმცა უკვე იმდენჯერ გეტკინა, იმდენი ხანი ჩეხავდი ამ ბილიკს, რომ უკან შენივე ნებით აღარ დაიხევ.
ახლა ისე მარტივად წამოიძახებენ სიტყვებს “მე ქრისტიანი ვარ”, თითქოს მთელი ცხოვრება საკუთარი კეთილდღეობისა და კომფორტისათვის არ მიეძღვნათ. ცბიერად შემოგხედავენ და დამტკიცებას შენ მოგთხოვენ, თვითგანდიდების მანიით შეპყრობილი ამასოფლის ღმერთები. ვის გაუგია ქრისტე ქვეყანას ეღიარებინა? სწორედ ამ ხალხმა მიიყვანა ის გოლგოთას მთაზე, დააჭედა ჯვარზე, არ აპატია მისი სიმართლე. დღეს დამწუხრებული სახეებით რომ დამდგარან ეკლესიებში და მის აღდგომას იხსენიებენ, განა ეს არაა მათი გამარჯვება? რამდენი ჯვარია გამზადებული, კიდევ რამდენჯერ გააკრავდნენ ვინც ამ ბრბოზე გაილაშქრებდა და იტყოდა – ფარისევლებო თქვენ არ გიყვართ, თქვენში მხოლოდ სიძულვილია, ბრმებო და ბრმების წინამძღოლებო, მკვდრებო და მკვდრების დამმარხავებო.
ერთეულებმა თუ იტვირთა ის დიდი საქმე, წინ რომ აღუდგა და ბრბოს მწუხარეთა ამხელს. არავის სჭირდება თქვენი წუხილი, თუ სიყვარულმა არ შეგაწუხათ. თუ სიყვარულმა არ აანთო, არავის სჭირდება თქვენი სანთლები. თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, მაშინ გძულს სხვებიც. თითს რომ გაიშვერ და შეიძულებ, ის არის ქრისტე რომელიც შენ ხარ.
ჭეშმარიტად!