“დროდადრო ახლაც მგონია, რომ ბებია-ბაბუასთან უნდა წავიდე ან ისინი მოვიდნენ და ხან სულაც მავიწყდება რომ აღარ არიან”

ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
რადგან ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, დღევანდელი დღეც ყველასი ყოფილა. ახალი თაობის ბავშვებს კი ჩვენზე უფრო უზრუნველ ბავშვობასა და ჩვენზე ღირსეულ მომავალს ვუსურვებ.
რადგან არც ის ვიცი, ბოლო 10-20-30 ან სულაც მეტმა წელმა როგორ გამირბინა, დროდადრო კი ახლაც მგონია, რომ ბებია-ბაბუასთან უნდა წავიდე ან ისინი მოვიდნენ და ხან სულაც მავიწყდება რომ აღარ არიან.
კი, ხშირად ისევ ბავშვობაში ვტრიალებთ და როგორც ჩემზე უფროსები მეუბნებიან, წლების მატებასთან ერთად კიდევ უფრო ახლობელი გახდება ბავშვობა, მოხუცებს ხომ ყველაზე მეტად უყვართ თავიანთ ბავშვობაზე საუბარი და თავგადასავლების მოყოლა.
გილოცავთ ყველა ასაკის: 5-10-15-20-30-40-50-60-70-80 წლის ბავშვებო დღეს, როდესაც ყველა ვუბრუნებთ საკუთარ თავს ბავშვობას.