“დღევანდელობას ყველაზე მეტად სჭირდება გონიერი ქრისტიანები, რომელთა სულიერება სამარხვო ძეხვზე და კარაქზე არ გადის, არამედ განათლებაზე” – პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
იმუარხულე რამდენიც გინდა, თუ შენი ცნობიერება მხოლოდ საკვებზე გადის…
მარხვა გონების საზრდოა, სულის ფრთები და ყველა ორგანოს აუცილებელი ვარჯიში.
ზომიერება აბალანსებს ადამიანის და ღმერთის უხილავ კავშირს… ბალანსი რომ არ იყოს, დედამიწა ღერძიდან მოწყდებოდა.
მარხვა არ ნიშნავს დღეში ოცი კანონის კითხვას, ან წყალზე და პურზე ყოფნას, თუ ამის მიღმა ადამიანზე გაბრაზებული ხარ და მას უხეშად ეპყრობი.
ასეთ მდგომარეობას ჩვენ ვეძახით მარხვას, ისე ფსიქიკური აშლილობის საწყისი სტადიაა, რომელიც ფანატიზმიდან იღებს სათავეს…
ნამდვილი მომარხულე არასდროს განიკითხავს სხვას, ის მარხვაში ხორცს რატომ ჭამსო… თუ ის არ მარხულობს, შენც არ მარხულობ, რადგან ის პირით ჭამს ხორცს, შენ თვალებით მას, ვინც მარხვა დაარღვია…
ყველაზე მეტად ის არღვევს მარხვას, ვინც სუფრასთან სიამაყით აცხადებს, რომ მარხვაზეა და მისი ტერიტორიიდან სასწრაფოდ მოაშორეთ არასამარხვო კერძები…
ეჰ, მარხვა სიყვარულია, მიტევება და სულის ზეიმი… მუდმივად სხვისი განკითხვა და ჭკუის სწავლება არასწორი ეკლესიური ცხოვრების კომპლექსებია…
ავაზაკი, რომელიც ქრისტეს მარჯვენა მხარეს იყო გაკრული, არ ყოფილა უფლის მოწაფე, მაგრამ შინაგანად ისეთი სიღრმეები აღმოაჩნდა, ყველა მოწაფეზე ადრე დამკვიდრდა ნეტარებაში…
ქრისტიანს ყველაზე მეტად არ უხდება ზედაპირული აზროვნება, რადგან თავად ქრისტე არის აბსოლუტური გონი და აზროვნება…
დღევანდელობას კი ყველაზე მეტად სჭირდება გონიერი ქრისტიანები, რომელთა სულიერება სამარხვო ძეხვზე და კარაქზე არ გადის, არამედ ინტელექტზე, განათლებასა და ჯანსაღ რწმენაზე…
რადგან ყველაზე დიდი ინტიმი ღმერთის და ადამიანის დაფარული კავშირებია… ამაზე კი დაუფარავად საუბარი ბეცი, არშემდგარი ადამიანების სინდრომია!..