“დღეს ატოცში დაიწყებენ მზადებას ჩვენი მიწების შესაღობად საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი არ მივცემთ ამის საშუალებას”

სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ჩემო მეგობრებო!!!
დღეს ატოცში ოკუპანტებმა დაარღვიეს მათ მიერვე დაწესებული საოკუპაციო ხაზი!!!
ამის დოკუმენტური დადასტურება არსებობს.
ეს ფაქტია, ზუსტად ისეთივე, როგორიც რუსების არგაღიზიანების პოლიტიკაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს.
ჩვენ ვდგავართ ატოცში და როგორც კი ორკები დაიწყებენ მზადებას ჩვენი მიწების შესაღობად, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი არ მივცემთ ამის საშუალებას.
დღეს კი ძალიან მაინტერესებს, სად არის ევრო კავშირის სადამკვირვებლო მისია, არ არის ეს საკმარისი მიზეზი იმისათვის რომ ჩაინიშნოს ტექნიკური შეხვედრა?
ვითხოვთ სასწრაფოდ დადგეს რუსების მიერ ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საკითხი შესაბამის შეხვედრებზე!
ჩამობრძანდით მთავრობის წევრებო საოკუპაციო ხაზთან და გაეცანით ვითარებას!
ჩაატარეთ თქვენი სხდომები ატოცში, ხურვალეთში, ჩორჩანაში, აძვში და საოკუპაციო ხაზის ნებისმიერ, 418 კილომეტრიანი მონაკვეთის ნებისმიერ ადგილზე!
ვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას!!
საზოგადოებას კი შევახსენებთ, ნებისმიერ წუთას შესაძლებელია რუსებმა შეეცადონ ბორდერიზაციის გაგრძელება ატოცში!
ჩვენ უნდა შევაჩეროთ ოკუპანტები!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
პ.ს. ხურვალეთში დღემდე არ უშვებენ ჟურნალისტებს.
რა ხდება ხურვალეთში?
თქვენი ვერსიები?