“დღეს ვიყავი ქუჩაში და ვნახე, კინაღამ როგორ დაეჯახა სრულიად ცარიელ ქუჩაში ველოსიპედისტი მოტოციკლისტს… ყველას ურიგოდ უნდოდა შესვლა და ორ წუთში ერთხელ კარებთან გროვდებოდნენ…პატრული ყვირილით აწესრიგებდა ” – რა ხდება თბილისის ქუჩებში

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოსტი საგანგებო მდგომარეობის დროს თბილისში არსებულ სიტუაციას ეხება.
“დღეს ვიყავი ქუჩაში,გამომიარა სამსახურის მანქანამ და სანამ იმედამდე მივედით ვნახე: კინაღამ როგორ დაეჯახა სრულიად ცარიელ ქუჩაში ველოსიპედისტი მოტოციკლისტს,კინაღამ როგორ შეასკდნენ ერთმანეთს ცარიელ ქუჩაში მანქანები რომელთაც საქარე მინაზე გაკრული ქონდათ “საშვი”,როგორ გადაურბინა წინ ერთადერთ მანქანას ქვეითმა და კინაღამ ბორბლებში შეუვარდა…ვნახე რიგი მაღაზიასთან,სადაც პატრული ყვირილით აწესრიგებდა დისტანციას,რადგან ყველას ურიგოდ უნდოდა შესვლა და ორ წუთში ერთხელ კარებთან გროვდებოდნენ…ხოდა ვიფიქრე,რომ სანამ კანონის დარღვევა ” კაი ტიპობად” ჩაითვლება გინდა #დარჩისახლში იძახეთ და გინდა იხმალავეთ ქუჩაში ” – წერს მაკა რაზმაძე.