“დღეს მანკიერებები “ქართული ოცნების” შემოქმედებაა, წარმატებებს კი იმის მეათედს ვერ იმეორებენ, რაც მის წინამორბედს ჰქონდა…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, “ნაციონალურ მოძრაობაში” თავის დროზე ჩვენ ვებრძოდით არა წარმატებებს, არამედ – მანკიერებებს, არა სახელებსა და გვარებს – არამედ ნეგატიური სისტემის შემქმნელებს… ჰოდა, დღეს ეს მანკიერებები და ნეგატიური სისტემები “ქართული ოცნების” შემოქმედებაა, წარმატებებს კი იმის მეათედს ვერ იმეორებენ, რაც მის წინამორბედს ჰქონდა…
ამიტომ გადის დღეს გზა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და ამიტომ უნდა შევუშალოთ ხელი “ნაცმოს” ძახილში ხალხის დაფერთხვისა და შეშინების მცდელობას.
ცნობისათვის, “ქართულ ოცნებაში” ის მიუღებელი “ნაცმო” დღეს ბევრად დიდი დოზითაა, ვიდრე დღევანდელ “ნაციონალურ მოძრაობაში”, ეს უკანასკნელი ბოლო წლების განმავლობაში ბევრად დაიფერთხა არასასურველი სახეებისგან და სანაცვლოდ შეივსო საინტერესო სახეებით, ვიდრე “ქართული ოცნება”, რომელსაც თუ კი ვინმე მეტ-ნაკლებად საინტერესო სახე ჰყავდა, თითქმის ყველა გაექცა და რაც დარჩა დღეს მმართველ პარტიაში, უმეტესობა ჩვეულებრივი მავნებელი და თაღლითია.