“დღეს მისგან შევიტყვე, რომ ყველაფერს წიხლი ჰკრა, დააგროვა ცოტა ფული და…” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“წარმოიდგინეთ ოცდაშვიდი წლის გოგო, რომელიც ყველაგან, ნებისმიერ გარემოში ყურადღების ცენტრში ექცევა. ყველაგან ესევიან, სულ სადღაც იწვევენ. მოკლედ, ძალიან დატვირთული და სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს, თან სულ დაღლილი და დაქანცულია, სულ დამატებით სახსრებს ეძებს და ა.შ.
დღეს მისგან შევიტყვე, რომ ყველაფერს წიხლი ჰკრა, დააგროვა ცოტა ფული და ერთ თვეში საკუთარ 89 წლის ბებიასთან ერთად რამდენიმე დღით რენესანსის ეპოქის იტალიის დასათვალიერებლად მიდის.
უბრალოდ, შესანიშნავია
!!!
ჩემი ბავშვობის დროს გამოვლენილი სიკეთის ენერგია, თურმე, ოცი წლის შემდეგაც ძველებურად გრიალებს!” – წერს ლევან ლორთქიფანიძე