“დღეს ოცდაჩვიდმეტი წელი შეგისრულდებოდა”…”პირველი დაბადების დღეა უშენოდ”…“ჩემო გაზაფხულო მამაო“ -სულიერი შვილები მამა ათანასეს დაბადებისდღეს ულოცავენ

რამდენიმე თვის წინ მძიმე ავადმყოფობით გარდაცვლილ მამა ათანასეს სულიერი შვილები დაბადების დღეს ულოცავენ:
მამაო , ჩემო მოძღვარო , გილოცავთ დაბადებისდღეს , დღეს ოცდაჩვიდმეტი წელი შეგისრულდებოდა … უდიდესი სიხარულით ხვდებოდი ამ დღეს , აღასრულებდი საღმრთო , სამადლობელ წირვას უფლისადმი , და მადლობას სწირავდი კიდევ ერთი წლისთვის უფალს, დღევანდელ დღეს ყოველთვის თქვენს გვერდით ვიყავი ,ვცდილობდი წირვაზე ადრიანად მივსულიყავი და როცა შემოხვიდოდი ტაძრის ეზოში ჩვეულებრივ გულში ჩამიკრავდი მეკი გეუბნებოდი “გილოცავ ჩემო მამილო“ , გაიღიმებდი და შენც გილოცავო მეტყოდი …მე მადლობას ვსწირავ უფალს , რომ დაიბადე , თანაც გაზაფხულის პირველ თვეს , იმ გაზაფხულის , რომელიც ასე ალამაზებს დედამიწას,შენი არსებობაც ხო ალამაზებდა ჩვენს ცხოვრებას , “ჩემო გაზაფხულო მამაო“ … მიყვარხარ და მენატრები … ილოცე ჩვენთვის და დატკბი წმინდათა სავანეში , სადაც მართალთა სულნი განისვენებენ …❤
ჩემი მუდამ მომღიმარი, მოსიყვარულე და გულიანი მოძღვარი. დღეს შენი პირველი დაბადების დღეა უშენოდ, ძალიან დააკლდი ჩემ ცხოვრებას და ძალიან მენატრები. ილოცე ჩვენთვის ცათა სასუფევლიდან, სადაც არს შენი მართალი სული.