“დღეს, სამარშრუტო ტაქსში…მოსახვევში შეყოვნდა ტაქსი და მძღოლის სარკმელს მიუახლოვდა ქალი – უკაცრავად…”

ხელოვანი კობა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დღეს, სამარშრუტო ტაქსში…
მოსახვევში შეყოვნდა ტაქსი და მძღოლის სარკმელს მიუახლოვდა ქალი – უკაცრავად, ეს სად მიდის?
მძღოლის პასუხმა ძალიან შეგვაფიქრიანა მგზავრები – სად მიდის და მამაჩემ შუქურასთან, რა ვიცი მე სად მიდის.
პირადად მე ასევე შემაფიქრიანა იმ ქალის რეაქციამ, რამეთუ მას ამგვარი პასუხი სულაც არ გაჰკვირვებია და ღიმილით გაგვაცილა, ხოლო მძღოლი კაი ხანს ბუზღუნებდა – სად მიდის, სად მიდის, რა ვიცი მე სად მიდის.
თინა შეეცადა დაზუსტებას – აბა ესე იგი არ ვიცით, საით მივდივართ, ხომო?
ამის მერე მძღოლი გაჩუმდა.
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
„ჩემს ანგარიშზე ისევ ირიცხება ფული“ – ლადო აფხაზავა
