“დღეს ქვეყანაში კანაფი, რომ ლეგალური ყოფილიყო, გლეხი დამატებით 5000 ლარს გამოიმუშავებდა” – ტორესა მოსი

ტელეწამყვანი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, დღეს რომ კანაფის რეალიზაცია ლეგალური იყოს პოსტპანდემიურ პერიოდს ეკონომიკური კრიზისის გარეშე გავივლიდით.
” რაკი ხვნა-თესვაზე წავიდა ლაპარაკი, მე ვფიქრობ რაღაცები კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ. მაგალითად თუ 2019 წელს გლეხს ერთ ჰექტარზე გაშენებული ვენახი ჰქონდა, გაუმართლა არ დაესეტყვა, არ გაუფუჭდა და ა.შ. საშუალოდ 5 ტონა ყურძენი დაკრიფა და კილოგრამი 1 ლარად ჩააბარა, მიიღებდა 5000 ლარს.ქვეყანაში კანაფი, რომ ლეგალური ყოფილიყო და იგივე გლეხს ერთი ძირი საშუალო ზომის კანაფი გაეზარდა, აიღებდა 500 გრამ მოსავალს. არსებული ფასებით, საშუალოდ გრამი 30 ლარი ღირს, რაც 15000 ლარი გამოდის, მაგრამ ვთქვათ, რომ თუ ლეგალური იქნებოდა და კოფიშოპებში გაიყიდებოდა, გლეხისთვის ჩასაბარებელი ფასი 10 ლარამდე დაეცემოდა და ის ამ ერთი ძირიდან დამატებით 5000 ლარს გამოიმუშავებდა. თუ შევადარებთ ერთ ჰექტარზე ვენახის მოვლა-პატრონობის ხარჯებსა და ამისთვის დახარჯულ დროს და ერთი ძირი კანაფის გაზრდისთვის საჭირო ხარჯებსა და დროს, მივხვდებით, რომ ერთი ძირი კანაფის მოყვანით მიღებულ 5000 ლარზე, სუფთა მოგება ათჯერ მეტი მაინც ექნებოდა.რეგიონში, სადაც თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთადერთი კუნძული ვართ, კანაფის ლეგალიზაცია, სავარაუდოდ ტურიზმის დამატებით სტიმულირებას მოახდენდა, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი სარგებელი იქნებოდა.კანაფის ლეგალიზაციაზე უარის თქმა აქამდეც უგუნურება იყო, მაგრამ ახლა, როცა კრიზისში შევდივართ, როცა არ ვიცით წინ რა გველოდება, როცა არ ვიცით როგორ შევძლებთ ტურისტების მოზიდვას და ასიათასობით ადამიანი შიმშილისთვისაა განწირული, მე უბრალოდ არ მესმის ეს რატომ არ უნდა გავაკეთოთ.პ.ს. სადღეგრძელოები, დავით აღმაშენებელის მთვრალმა ჯარმა ილ ღაზის დაბოლილი ჯარი აოტნა, საქართველო ავღანეთად იქცევა, ყველა დაბოლილი ივლის და მსგავსი სისულელეები არ მიიღება. თუ საწინააღმდეგო აზრი გაქვთ, თქვით არგუმენტები რიცხვებით. ” – წერს ტორესა მოსი.